უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ სუმის ოლქზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, ხერსონზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია ოთხი პირი
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ სუმის ოლქზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, ხერსონზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია ოთხი პირი

რუსეთი უკრაინის ქალაქებზე საჰაერო შეტევას აგრძელებს. 23 მარტის საღამოს სუმზე მიტანილი იერიშის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული.

როგორც უკრაინული მედია სუმის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთმა სუმის ოლქში მართვადი საავიაციო ბომბები გამოიყენა. იერიშების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, ასევე განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

თავდასხმა განხორციელდა ხერსონის ოლქზე, სადაც ოთხი ადამიანია დაშავებული. მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ოთხივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.