უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა როვნოს ოლქში ნავთობბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა როვნოს ოლქში ნავთობბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალებმა როვნოს ოლქში ნავთობბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი კოვალზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოვალის თქმით, სარაკეტო დარტყმის ადგილისკენ საგანგებო სამსახურები გაემართნენ. როგორც ვიტალი კოვალმა აღნიშნა, განგაში გრძელდება, ამიტომ მან მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდა.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის ძალები აქტიურად ბომბავენ უკრაინაში ნავთობობიექტებს. 26 მარტს სარაკეტო დარტყმები ლვოვში მდებარე ნავთობბაზაზე განხორციელდა, ხოლო 27 მარტს ლიცკის სანავთობო ბაზაზე, სადაც გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.