უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუს ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ
უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუს ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ

რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუს ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ. შესაბამის ინფორმაციას უკრიანული მედია მელიტიპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მელიტოპოლში „დაიღალა“ ხიდი, რომელიც აკავშირებდა ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან. ეს არის სტარტეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი. სწორედ მისი საშუალებით ოკუნატებს გადაჰყავდათ სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებიდან. მაშ, არაძვირფასო რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!“ – აცხადებს ფედოროვი.

ხიდის აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ხიდმა აფეთქებას გაუძლო, თუმცა დაზიანდა სავალი ნაწილი.