უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

„თავდასხმამ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა. მტრის დარტყმის შედეგად უკვე ცნობილია სამი ადამიანის დაშავების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. სამედიცინო პერსონალი მათ ყველა საჭირო დახმარებას უწევს“, – განაცხადა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.