უკრაინული მედიის ცნობით, კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ისკანდერის ტიპის რაკეტა საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამძებრო-სამაშველო დანაყოფები. დონეცკის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ ნანგრევებში მოყოლილი იყვნენ ადამიანები.