უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსეთის ავიაიერიშების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, კუპიანსკის რაიონში დაბომბვას ერთი პირი ემსხვერპლა

23:18, 05.05.2024

ხარკოვში რუსეთის მხრიდან განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია 20 საცხოვრებელი კორპუსი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ტერიტორიაზე სამი აფეთქება დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიბომბა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონიც. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა.

მსგავსი