უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპციში დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანებულია მანქანები და შენობები

00:31, 19.06.2023

ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპციში დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანებულია მანქანები და შენობები. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გამოძიების ინფორმაციით, 18 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე დამპყრობლებმა სოფელ ლიპციში ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს. დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები. დაზიანებულია სახლები და მანქანები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ქალაქი კუპიანსკიც, სადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მანქანები.

მსგავსი