უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ოდესაში ნგრევა იყო, დაშავდა ორი ადამიანი
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ოდესაში ნგრევა იყო, დაშავდა ორი ადამიანი

გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესას. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესის ცენტრში ნგრევაა, 300 მ2 ფართობზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები. ასევე, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – წერს კიპერი.