უკრაინული მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 30-მდე გაიზარდა
უკრაინული მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 30-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, კიდევ 40 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

ცხრასართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 73 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის 30 საავადმყოფოშია, 12 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე 24 საათზე მეტია, გრძელდება. სამაშველო ოპერაციაში 550-ზე მეტი ადამიანია ჩართული.