უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებას ბრიუსელში ვიზიტის ჩაშლა კიევში ევროპელი მაღალჩინოსნების სავარაუდო ვიზიტს უკავშირდება
უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებას ბრიუსელში ვიზიტის ჩაშლა კიევში ევროპელი მაღალჩინოსნების სავარაუდო ვიზიტს უკავშირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში დაანონსებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არ წავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ვერსიით, ვიზიტის ჩაშლის მიზეზი კიევში ევროპელი მაღალჩინოსნების სავარაუდო ვიზიტია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. კულებას ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰქონდა დაგეგმილი საქმიანი სადილი. ასევე, დაგეგმილი იყო კულებას შეხვედრა ევროკავშირისა და ნატო-ს დიპლომატებთან.