უკრაინული მედიის ცნობით, ჟიტომირის რაიონში რუსული საკრუიზო რაკეტების დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
უკრაინული მედიის ცნობით, ჟიტომირის რაიონში რუსული საკრუიზო რაკეტების დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

ჟიტომირის რაიონის ქალაქ მალინის ინფრასტრუქტურულ ობიექტზე რუსული საკრუიზო რაკეტების დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჟიტომირის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიტალი ბუნეჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ჟიტომირის რაიონში განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 150-ზე მეტი სახლი დაზიანდა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრივოი როგის რაიონში სამი დასახლება დაბომბეს. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზარალებულა.

უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი უახლესი ხომალდი „ადმირალი მაკაროვი“ სევასტოპოლიდან გავიდა, რაც სარაკეტო დარტყმების ალბათობას ზრდის.

დატოვე კომენტარი