უკრაინული მედია - დიდი ალბათობით, კიევის „დინამო“ წიტაიშვილს უფასოდ შეელევა, ის თავისუფალი აგენტი გახდება #1TVSPORT
კიევის „დინამოს“ გიორგი წიტაიშვილის უფასოდ დაკარგვის რისკის წინაშეა. საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ ფეხბურთელს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა, მალე თავისუფალი აგენტი გახდეს, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „სპორტი“ ავრცელებს.
„გიორგი წიტაიშვილის მომავალთან დაკავშირებული ვითარება კიევის „დინამოსთვის“ კვლავ რთული რჩება. რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის „ლიონი“, „ლილი“, „ლაციო“ და „ვილიარეალი“ მის მიმართ ინტერესს იჩენენ. თუმცა, ადვოკატ ილია სკოროპაშკინის თქმით, კიევური კლუბის შანსები, ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხა მიიღოს, მცირეა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მთავარი ფაქტორი მოთამაშის იურიდიული სტატუსია. თუ წიტაიშვილი თავისუფალი აგენტი გახდება, „დინამო“ ტრანსფერიდან ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს. თუმცა კლუბს უეფა-ს სოლიდარობის მექანიზმით გათვალისწინებული 5% ერგება ქართველის მომავალი ფასიანი ტრანსფერებიდან, რადგან ის კიევური კლუბის აკადემიის აღზრდილია.
წიტაიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ამჟამად იჯარით „მეცში“ თამაშობს და უკრაინაში დაბრუნებას არ გეგმავს“, – წერს უკრაინული გამოცემა.