უკრაინული გამოცემა - შესაძლოა, წიტაიშვილს „ჩერნომორეცში“ იჯარა წაადგეს #1TVSPORT
უკრაინული გამოცემა - შესაძლოა, წიტაიშვილს „ჩერნომორეცში“ იჯარა წაადგეს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემა „სპორტმა“ იმ მოთამაშეებს შორის გამოარჩია, რომელიც კიევის „დინამომ“ იჯარით სხვადასხვა კლუბებში გაუშვა და რომელთაგანაც ავტორის აზრით, ერთი ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდებოდა.

წერილში („დინამოს“ იჯარით გაშვებული მოთამაშეები – მათგან შესანიშნავი გუნდის შექმნა შეიძლება“), საქართველოს ნაკრების შემტევის გარდა, არაერთი საინტერესო გვარი მოხვდა.

კიევის „დინამო“ ძლიერი გუნდია და სოლიდური საფეხბურთო აკადემიაც აქვს. უკრაინული გრანდის მოთამაშეები და აღზრდილები ბევრ კლუბში ღირსეულად თამაშობენ. კიეველებს ამჟამად ფეხბურთელები იჯარით ჰყავთ გაშვებული „ტროაში“ (საფრანგეთი), „ეიბარში“ (ესპანეთი) „ნაიმეგენში“ (ჰოლანდია), პაოკ-ში (საბერძნეთი), „ფეჰერვარში“ (უნგრეთი), „დნიპრო 1“-ში, ლუგანსკის „ზორიაში“, ხოლო გიორგი წიტაიშვილი დროებით ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობს.

„21 წლის გიორგი წიტაიშვილი უზომოდ ნიჭიერი, მაგრამ არანაკლებ რთული სამართავი ფეხბურთელია. მისდა საუბედუროდ, ციგანკოვი დინამოში „მშობლიურ“ პოზიციაზე თამაშობს და ძირითად შემადგენლობაში შეღწევის მცირე შანსი აქვს. ამავე დროს, კიეველთა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გიორგის თავის გამოჩენის საშუალება ნამდვილად არ მისცა. შესაძლოა, „ჩერნომორეცში“ იჯარა წიტაიშვილს სამომავლოდ წაადგეს“, – წერს გამოცემა.