უკრაინული გამოცემა - მიხაილიჩენკო წიტაიშვილს გასაქანს არ აძლევს
უკრაინული გამოცემა - მიხაილიჩენკო წიტაიშვილს გასაქანს არ აძლევს

გიორგი წიტაიშვილის მტკიცების მიუხედავად, უკრაინული გამოცემა „გაზეტას“ ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ კიევის „დინამოში“ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ახლანდელი მთავარი მწვრთნელის ხელში თავის გამოჩენის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

„გაზეტაში“ გამოქვეყნებული წერილი კიევის „დინამოდან“ ლუგანსკის „ზორიაში“ იჯარით გადასულ ბოგდან ლედნევს მიეღძვნა – გიორგი წიტაიშვილი ამ კონტექსტში ახსენეს.

„ნახევარმცველი ოგდან ლედნევი 2019/20 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. ლედნევის კონტრაქტი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის. „ზორიაში“ მან იჯარით ორი სეზონი ითამაშა და ზაფხულში დაუბრუნდება. კიევში კი შესაძლოა, ლედნევს დიდი პრობლემები შეექმნას. კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ალექსეი მიხაილიჩენკო კონსერვატიული სპეციალისტია და უპირატესობას ყოველთვის გამოცდილ მოთამაშეს ანიჭებს, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება არ ხიბლავს და მათთან მიდგომა უჭირს. მაგალითად, გიორგი წიტაიშვილი მეორეხარისხოვან როლში რჩება და საუკეთესო შემთხვევაში, სათამაშოდ რამდენიმე წუთს აძლევს“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამოს“ 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2019 წელს დონეცკის „შახტარში“ იმიტომ არ გადავიდა, რომ დონეცკური კლუბი საკუთარ გაზრდილებს გასაქანს არ აძლევს.

2019-2020 წლების სეზონში, გიორგი წიტაიშვილმა კიევის „დინამოში“ რვა მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.