უკრაინული გამოცემა მეტრეველზე - წარმოგიდგენიათ, რომ კიევის „დინამო“ „შახტარის“ კანდიდატს არჩევნებში მხარს დაუჭერს?
უკრაინული გამოცემა მეტრეველზე - წარმოგიდგენიათ, რომ კიევის „დინამო“ „შახტარის“ კანდიდატს არჩევნებში მხარს დაუჭერს?

პროფესიული ფეხბურთის ლიგის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონეცკის „შახტარის“ წარდგენილი კანდიდატი მიხეილ მეტრეველი უკრაინულმა გამოცემა „ტრიბუნამ“ დაახასიათა და ყურადღება დონეცკურ კლუბთან მის კავშირზე გაამახვილა.

„დონეცკის „შახტარმა“ მეტრეველი იმიტომ წარადგინა, რომ პროფლიგაში საკლუბო ინტერესები გაატაროს თუ ორგანიზაციამ უკეთ იმუშავოს? ნუთუ დონეცკის კლუბისა და ლიგის ინტერესები ერთი და იგივე გახდა? თავად ვითარებაა საინტერესო, როდესაც ერთ-ერთი მხარე (მეორე კიევის „დინამოა“) ასახელებს კანდიდატს, კარგად არ ჟღერს. კომპრომისის იმედიც არაა. წარმოგიდგენიათ, რომ „დინამო“ „შახტარის“ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს? ჩვენ ამის წარმოსადგენად ფანტაზია არ გვყოფნის“. – წერს „ტრიბუნა“.

წერილს მიხეილ მეტრეველი გამოეხმაურა. „კარგია, რომ დისკუსიები დაიწყო! ავტორს თითქმის ყველაფერში ვეთანხმები. რაც შეეხება ჩემს ინტერესს – თქვენ შემოსავლის გაზრდის წინააღმდეგი ხართ?“.