უკრაინული გამოცემა - კოვტალიუკი „ვორსკლაში“ აღარ გადავა, „დილას“ ბომბარდირის გაშვება არ სურს #1TVSPORT
უკრაინული გამოცემა - კოვტალიუკი „ვორსკლაში“ აღარ გადავა, „დილას“ ბომბარდირის გაშვება არ სურს #1TVSPORT

მიკოლა კოვტალიუკი საქართველოში დარჩება და გორის „დილაში“ ითამაშებს, იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელით უკრაინის პრემიერლიგის კლუბი პოლტავის „ვორსკლაა“ დაინტერესებული, – ინფორმაციას ukrfootball-ი ავრცელებს.

„28 წლის უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი საქართველოში დარჩება. „ვორსკლას“ მხრიდან ინტერესის მიუხედავად, ფეხბურთელი უკრაინაში ჯერ არ დაბრუნდება. მიზეზი ისაა, რომ „დილას“ფეხბურთელის გაშვება არ სურს, რადგან საქართველოში სატრანსფერო „ფანჯარა“ უკვე დახურულია და მის შემცვლელს ვერ იპოვის.

კოვტალიუკს ქართულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის იანვრამდე აკავშირებს, ანუ ხუთ თვეში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „დილას“ დატოვებას შეძლებს. საქართველოს ჩემპიონატის გასულ სეზონში უკრაინელმა შემტევმა „დილაში“ 15 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ სეზონში უკრაინელმა ფეხბურთელმა „ვორსკლას“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ გაუტანა, რამაც, საბოლოოდ, საშუალება მისცა ქართულ გუნდს, ორ მატჩში უკრაინის წარმომადგენელი დაემარცხებინა“, – წერს უკრაინული გამოცემა.