უკრაინული გამოცემა - კიეველებმა სლოვაკებს წიტაიშვილის ტრანსფერზე უარი უთხრეს #1TVSPORT
უკრაინული გამოცემა - კიეველებმა სლოვაკებს წიტაიშვილის ტრანსფერზე უარი უთხრეს #1TVSPORT

კიევის „დინამომ“ გიორგი წიტაიშვილი არსად გაუშვა და სეზონის დარჩენილ ნაწილსაც იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ ჩაატარებს, – ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „ფუტბუმი“ ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევის გაშვებაზე უარი კიევურმა კლუბმა განაცხადა, რომელიც ქართველის ტრანსფერს ფლობს.

„უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დინამოში“ დაბრუნდა ფლანგის შემტევი გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც ამ სეზონის შემოდგომის ნაწილი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ ითამაშა. 21 წლის შემსრულებელს ბრატისლავასსლოვანი“ იწვევდა, მაგრამ კიეველებმა ტრანსფერზე უარი თქვეს“, – ამტკიცებს „ფუტბუმი“.

უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, წიტაიშვილს „დინამო“ ისევ ოდესაში უშვებს.

„გავრცელდა ინფორმაცია ფეხბურთელის მიმართ რუმინული, ბელგიური და ამერიკული კლუბების ინტერესის შესახებ. თუმცა, როგორც შევიტყვეთ, წიტაიშვილი ჩემპიონატის მეორე ნაწილსაც ოდესურ კლუბში ითამაშებს“, – წერს „ფუტბუმი“.

ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ტრანსფერს ერთ მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა ბოლო წელიწადში მისი ფასი ნახევარი მილიონით შემცირდა.