უკრაინული გამოცემა - ხოჭოლავამ, შესაძლოა, კარიერა ბელგიაში ან დანიაში გააგრძელოს #1TVSPORT
უკრაინული გამოცემა - ხოჭოლავამ, შესაძლოა, კარიერა ბელგიაში ან დანიაში გააგრძელოს #1TVSPORT

უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავამ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დატოვოს დონეცკის „შახტარი“. როგორც უკრაინული გამოცემა FootBoom ამტკიცებს, საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველი ამჟამად ორი კლუბის წინადადებებს განიხილავს.

„ხოჭოლავას იწვევს ბელგიური „გენკი“ და დანიური „კოპენჰაგენი“. როგორც ჩანს, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ხოჭოლავას ხელშეკრულება „შახტართან“ ძალაშია 2025 წლის ივნისამდე, მაგრამ მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის ჩამოსვლის შემდეგ, გუნდში მოიწვიეს ახალი ცენტრალური მცველი, ლეგიონერი“, – წერს FootBoom.

გამოცემის თქმით, ხოჭოლავა მომხრეა, რომ კლუბი შეიცვალოს და ამის მიზეზებს ასახელებს: „თავად დავითი არ არის წინააღმდეგი, რომ რომელიმე ევროპული ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშოს. სხვათა შორის, „კოპენჰაგენმა“ ქართველის მიმართ ინტერესი ერთი წლის წინ გამოიჩინა, მაგრამ შემდეგ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ახლა ვითარება შეიძლება შეიცვალოს“.

დავით ხოჭოლავა დონეცკის „შახტარში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ნარინჯისფერ-შავებში 88 მატჩი ჩაატარა.