უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState - რუსეთის არმია ფრონტის ხაზზე, პოკროვსკის მიმართულებით აჩქარებას ცდილობს
უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთის არმია ფრონტის ხაზზე, პოკროვსკის მიმართულებით აჩქარებას ცდილობს.
პლატფორმის ინფორმაციით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა პოკროვსკის მიმართულებით 100 შეტევითი ოპერაცია განახორციელა.
DeepState-ის ინფორმაციით, წარმატების მისაღწევად რუსეთის საოკუპაციო ძალები რეზერვებს არ იშურებენ.
„ამის პერსპექტივაში წარმოდგენისთვის, გასულ დღეებთან შედარებით, მხოლოდ 3 და 4 მაისს დაფიქსირდა მეტი თავდასხმითი ოპერაცია (113 და 115) მთელი 2025 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოკროვსკსა და კუპიანსკში მყოფი უკრაინული ჯარები ალყაში არიან მოქცეული და გადარჩენის შანსი, ნებაყოფლობითი დანებების გარდა, არ აქვთ. უკრაინული მხარე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.