უკრაინულ გუნდში ქართველი ჩაირიცხა - გოლი კონტრაქტის შემდეგ
უკრაინულ გუნდში ქართველი ჩაირიცხა - გოლი კონტრაქტის შემდეგ
დონეცკის „ოლიმპიკი“ თემურ ჩოგაძით გაძლიერდა – ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინის პრემიერლიგის გუნდთან კონტრაქტი კლუბთან 1,5 წლის ვადით გააფორმა – ინფორმაციას „ოლიმპიკის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
 
ჩოგაძეს გუნდში 20-ნომრიანი მაისურა გადასცეს. 21 წლის ქართველმა შემტევი გუნდთან ერთად თურქეთში ემზადება და დონეცკელთა ფორმით მოსამზადებელ ეტაპზე უკვე ითამაშა – რუმინულ „ვიტორულთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1) ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა.
ჩოგაძემ პროფესიული კარიერა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ პირველ პროფესიულ კონტრაქტს ხელი მოაწერა. მოგვიანებით ითამაშა საქართველოს ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, ქუთაისის „ტორპედოში“, სადაც 2019 წელს 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ მისი ტრანსფერი „რუსთავს“ ეკუთვნოდა. 2019 წლის მარტში სადებიუტო შეხვედრა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ჩაატარა.
თემურ ჩოგაძემ კომენტარი „ოლიმპიკის“ ოფიციალურ გვერდთან გააკეთა.
„გუნდში ძალიან კარგი გარემოა. მე უკვე ყველა გავიცანი. თანაგუნდელებმა ჩემზე გახსნილი და მხიარული ადამიანების შთაბეჭდილება დატოვეს. არ ვფიქრობ, რომ ადაპტაციასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შემექნება. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩემთან მოვიდა გუნდის კაპიტანი დიმა გრიშკო და პირადად გამიცნო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავამართლო ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბისა და „ოლიმპიკის“ გულშემატკივრების იმედები“– ამბობს ქართველი ლეგიონერი.
თემურ ჩოგაძე
დაიბადა: 1998 წლის 5 მაისს ბათუმში (21 წლის)
მოქალაქეობა: საქართველო
სიმაღლე / წონა: 177/73
როლი: ნახევარმცველი
წინა კლუბები: ქუთაისის „ტორპედო“
ნომერი: 20