კოვალივკას „კოლოსმა“ ნიკა სიჭინავა წარადგინა. უკრაინის პრემიერლიგის გუნდმა 26 წლის ქართველ თავდამსხმელზე გავრცელებული ხმები ოფიციალურად მცირე ხნის წინ დადასტურდა, ახლა კი ნიკამ უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი მედიის წარმომადგენელთა თანდასწრებით გააფორმა.
„ნიკა სიჭინავა „კოლოსის“ მოთამაშეა. ქართველმა შემტევმა ჩვენს კლუბთან სამწლიანი გარიგება გააფორმა. სიჭინავას ბოლო კლუბი „ინგულეცი“ იყო, სადაც 26 წლის შემტევმა 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში ნიკა“, – წერია „კოლოსის“ ოფიციალურ გვერდზე.
„ინჰულეცის“ გარდა, ნიკას „ვიტ ჯორჯიაში“, ფოთის „კოლხეთში“ და „ვოლგარში“ უთამაშია. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „კოლოსმა“ 2020-2021 წლების სეზონი ქვეყნის ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე დაასრულა და კონფერენს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. სიჭინავამ „ინჰულეცში“ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 22 შეხვედრა ჩაატარა და ანგარიშზე 6 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.