უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი აგენტების გამოსავლენად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციები ჩაატარეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი აგენტების გამოსავლენად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციები ჩაატარეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მტრული აგენტურული ქსელის ლიკვიდირება მოახდინა, რომლებიც ახორციელებდნენ კიბერ აქტებსა და საინფორმაციო დივერსიებს უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ცნობებით, რუსი აგენტების გამოსავლენად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციები სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა.

„ამრიგად, ჟიტომირის რეგიონში რუსული სპეცსამსახურების ე.წ. ბოტების ფერმა გამოვლინდა. ათიათასობით ყალბი ანგარიშის ამ ინკუბატორმა კიბერშეტევები განახორციელა მთავრობის საინფორმაციო რესურსებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების სისტემებზე“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახამად, კიევში დააკავეს „ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში“, რომელიც რუსულ საინფორმაციო სააგენტო Russia today-სთან თანამშრომლობდა და ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას რუსეთისგან ანაზღაურების სანაცვლოდ. ასევე, კიროვოგრადის რეგიონში დააკავეს ადგილობრივი სასამართლოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც სოციალურ ქსელებში უკრაინის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებებით გამოდიოდა და რუსეთის აგრესიას ამართლებდა.

ჩერკასის რეგიონში გამოვლინდა ორი კოლაბორანტი, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას ფრონტზე არსებული ვითარების თაობაზე და უკრაინული ქალაქების დაბომბვას ამართლებდნენ“, – მითითებული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.