უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის მომზადების შესახებ და უნგრეთს უკრაინის ნაწილის წართმევის გეგმები ჰქონდა
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის მომზადების შესახებ და უნგრეთს უკრაინის ნაწილის წართმევის გეგმები ჰქონდა

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის მომზადების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ეს განცხადება ​დანილოვმა ტელემარათონის ეთერში გააკეთა.

„უნგრეთი ღიად აცხადებს რუსეთთან თავისი თანამშრომლობის შესახებ. მეტიც, ის წინასწარ იყო გაფრთხილებლი პუტინის მიერ იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაზე იქნებოდა თავდასხმები. თქვენ ნახეთ მისი პოზიცია“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, უნგრეთს უკრაინის ნაწილის წართმევის გეგმები ჰქონდა.

„ის რატომღაც მიიჩნევდა, რომ შეუძლია წაიღოს ტერიტორიის თავისი ნაწილი. ეს არასდროს მოხდება. ვნახოთ, რა შედეგები იქნება ამ ომის შემდეგ ამ ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დანილოვმა.

დატოვე კომენტარი