უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ამჟამინდელი კონტრშეტევა მოსამზადებელი ოპერაციაა, ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ამჟამინდელი კონტრშეტევა მოსამზადებელი ოპერაციაა, ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ამჟამინდელ კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ რეზნიკოვმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩემთვის ეს კონტრშეტევა შემდეგი ნაბიჯია გამარჯვებამდე. ვგრძნობ, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის… ეს წელი გარდამტეხი იქნება“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული პერიოდი და ეს ომის დასრულების შემდეგ მოხდება.

„ნატოს ქვეყნების საუკეთესო ინტერესშია უკრაინის გაწევრიანება, რადგან უკრაინამ იცის, როგორ დაამარცხოს და შეაკავოს რუსული შეიარაღებული ძალები“, – აღნიშნა ალექსეი რეზნიკოვმა.