უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველებთან კონტაქტი შენარჩუნებულია და მათ გამოსახსნელად ყველა შესაძლებელ მეთოდს მიმართავენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველებთან კონტაქტი შენარჩუნებულია და მათ გამოსახსნელად ყველა შესაძლებელ მეთოდს მიმართავენ. როგორც უკრაინული მედია წერს, განცხადება ზალუჟნიმ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მარიუპოლის დაცვა გრძელდება. კავშირი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან, რომლებიც გმირულად ინარჩუნებენ ქალაქს, მდგრადია და შენარჩუნებული. აღსანიშნავია, რომ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება საჯარო განხილვის თემა არ არის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და არ არის შესაძლებელი გამარჯვებისთვის, პირადი შემადგენლობისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად“, – ნათქვამია ზალუჟნის განცხადებაში.