უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების თავმოყრის ფონზე, ხუთი ქვეყნის ლიდერებმა კრემლს მოუწოდეს, ოფიციალურ კიევთან „ნორმანდიულ ფორმატში“ მოლაპარაკებები განაახლოს
უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების თავმოყრის ფონზე, ხუთი ქვეყნის ლიდერებმა კრემლს მოუწოდეს, ოფიციალურ კიევთან „ნორმანდიულ ფორმატში“ მოლაპარაკებები განაახლოს

უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული შეიარაღებული ძალების თავმოყრის ფონზე, ხუთი ქვეყნის ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც კრემლს მოუწოდეს, განაახლოს მოლაპარაკებები ოფიციალურ კიევთან „ნორმანდიულ ფორმატში“. აღნიშნული განცხადება ელისეის სასახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

6 დეკემბრის შეხვედრაზე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ერთმანეთს საკუთარი ანალიზი გაუზიარეს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის თაობაზე და გამოხატეს მტკიცე პატივისცემა ოფიციალური კიევის სუვერენიტეტის მიმართ. მხარეებმა განაცხადეს თავიანთი ვალდებულების შესახებ, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით.

„საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და იტალიის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე „ნორმანდიული ჯგუფის“ ფარგლებში“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.