უკრაინის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალები უკრაინას მძიმე შეიარაღების გამოყენებით თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან

10:13, 24.02.2022

რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან, თავდასხმა მძიმე შეიარაღების გამოყენებით განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ.

„დაახლოებით 05:00 საათზე უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან არსებულ მონაკვეთზე განხორციელდა თავდასხმა რუსეთის ჯარების მხრიდან ბელარუსის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასაზღვრო დანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებზე, გამშვებ პუნქტებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით. თავდასხმა ხორციელდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვოს და ჟიტომირის ოლქებში. ამას გარდა, შეტევა ხორციელდება ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდანაც.

სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ასევე მუშაობენ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები.

მსგავსი