უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - უკრაინა ბლოკავს რუსულ პროპაგანდას, მაშინ, როდესაც ორბანის მთავრობა ბლოკავს უნგრელების წვდომას ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის მიერ რიგი უკრაინული ონლაინგამოცემების აკრძალვას გამოეხმაურნენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელში წერს.
„განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა ბლოკავს რუსულ პროპაგანდას, მაშინ, როდესაც ორბანის მთავრობა ბლოკავს უნგრელების წვდომას ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკაზე. მაგრამ მათთვის, რაც უფრო შორსაა ჭეშმარიტებისგან, მით უკეთესია“, – დაწერა გეორგი ტიხიმ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში უკრაინამ აკრძალა რამდენიმე უცხოური გამოცემა, რომელთა შორის იყო უნგრული Origo და Demokrata. უკრაინის მხარის განცხადებით, ეს ვებგვერდები რეგულარულად ავრცელებდნენ რუსულ პროპაგანდას. უკრაინული მხარის სპასუხოდ, უნგრეთის მთავრობამ აკრძალა რამდენიმე უკრაინული ონლაინგამოცემა, მათ შორის „უკრაინსკაია პრავდა“ და „ევროპეისკაია პრავდა“.