უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი 30 მაისს განახლდება
უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი 30 მაისს განახლდება

ცნობილი გახდა უკრაინის პრემიერ ლიგის განახლების თარიღი, რომელიც კოროვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეჩერდა.

კიევის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, ლიგამ ჩემპიონატის მატჩების ჩატარება 30 მაისიდან გადაწყვიტა. ამავე დროს, ზუსტი თარიღები, დრო და ადგილები მოგვიანებით გამოცხადდება.

უკრაინის ჩემპიონატი, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ტურნირი, მარტის შუა რიცხვებში კოროვირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. პაუზამდე, გუნდებმა მთავარი ეტაპის 22 ტური, ასევე პლეი-ოფის ერთი თამაში ჩაატარეს.

უკრაინის პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე დონეცკის „შახტარია“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი დათა ხოჭოლავა თამაშობს. დონბასელები 59 ქულით ლიდერობენ. პირველ სამეულში ასევე არიან კიევის „დინამო“ და ლუგანსკის „ზორია“ – ორივემ 46-46 ქულა დააგროვა. კიეველთა შემადგენლობაში წარმოშობით ქართველი გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, ხოლო ლუგანსკელთა რიგებში – მეკარე ზაურ მახარაძე, რომელმაც 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.