უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის
უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უკრაინამ სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.

უკრაინაში მყოფი საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, ისმის აფეთქებების ხმა კიევსა და კრამატორსკში.

უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმის შესახებ იუწყება საერთაშორისო მედიაც.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ კი, უკრაინის მოთხოვნით, ბოლო სამ დღეში უკვე მეორედ მოიწვია საგანგებო სხდომა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.