უკრაინის რადამ ქვეყნის გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ ქვეყნის გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ქვეყნის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვასა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ივან ბაკანოვის თანამდებობებიდან გათავისუფლებას.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, უკრაინის რადას გადაწყვეტილებით, ივან ბაკანოვი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ოფიციალურად გათავისუფლდა. ბაკანოვის გადადგომას მხარი დაუჭირა 265-მა დეპუტატმა, თავი შეიკავა ხუთმა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

ასევე, ქვეყნის პარლამენტმა 264 ხმით მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის, ირინა ვენედოქტოვას თანამდებობიდან გადაყენებას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან 17 ივლისს გაათავისუფლა.