უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია

22:49, 29.01.2024

ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაათავისუფლა თუ არა პრეზიდენტმა ზალუჟნი, ნიკიფოროვმა უპასუხა: „დანამდვილებით გეტყვით, რომ არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი“.

მანამდე უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს.

მსგავსი