უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების ჩატარების დროსა და ადგილთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების ჩატარების დროსა და ადგილთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების ჩატარების დროსა და ადგილთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.

„უკრაინა იყო და არის მზად ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობაზე მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩვენი უცვლელი პოზიციაა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე. უშუალოდ ამ საათებში მხარეები მართავენ კონსულტაციებს მოლაპარაკებების პროცესის ჩატარების დროსა და ადგილზე. რაც მალე დაიწყება მოლაპარაკებები, მით უფრო მეტი იქნება ნორმალური ცხოვრების აღდგენის შანსი“, – დაწერა ნიკიფოროვმა სოციალურ ქსელში.