უკრაინის პრემიერი სახელმწიფო აპარატის შემცირებას გეგმავს
უკრაინის პრემიერი სახელმწიფო აპარატის შემცირებას გეგმავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი სახელმწიფო აპარატის შემცირებას გეგმავს. ალექსეი გონჩარუკის განცხადებით, სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურა უფრო მეტად კომპაქტური და ეფექტიანი უნდა იყოს.

„მიმდინარე წელს მინიმუმ 10 პროცენტით შევამცირებთ სახელმწიფო აპარატს. ველოდებით დიდ დანაზოგს ინტერნეტტექნოლოგიების ინსტრუმენტების დანერგვის გზით. ბიუროკრატიული სერვისების ნაწილი ონლაინრეჟიმში გადავა“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა.

კიევში ამბობენ, რომ უკრაინის მასშტაბით სახელმწიფო ორგანოებში 19 000-მდე სამუშაო ადგილის გაუქმება იგეგმება.