უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 12-მა გემმა დატოვა
უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 12-მა გემმა დატოვა

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 12-მა გემმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეს არის გემების ყველაზე დიდი ქარავანი „მარცვლეულის ინიციატივის“ დაწყების შემდეგ. თურქეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინის პორტებში მარცვლეულის გადაზიდვა სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის კონტროლით გრძელდება.

ოდესის, იუჟნისა და ჩერნომორსკის პორტებიდან გასული ხომალდები 280 000 ტონაზე მეტი პროდუქტითაა დატვირთული. ისინი ტვირთს რვა ქვეყანაში ჩაიტანენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტამბოლის ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა (JCC) უკრაინის პორტებიდან საკვებით დატვირთული სამი გემის გამგზავრების ნებართვა გასცა, რომლებიც პორტებიდან მოძრაობას 5 სექტემბერს დაიწყებენ.