ლონდონის „ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების გარემარბს, მიხაილ მუდრიკს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ბოლო მატჩებში ის ვერ ხვდებოდა ინგლისური კლუბის განაცხადში და ამის მიზეზი ახლა გახდა ცნობილი.
როგორც უკრაინული გამოცემა Tribuna წერს, ოქტომბრის ბოლოს მუდრიკმა დოპინგზე დადებითი ტესტი ჩააბარა.
ჯერჯერობით მხოლოდ A სინჯია შემოწმებული. მალე გახსნიან B სინჯს და თუ მისი შედეგიც დადებითი იქნება, მუდრიკს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება. ამ მომენტისთვის უცნობია, რომელ აკრძალულ პრეპარატზეა ლაპარაკი.
ასეთ შემთხვევებში დისკვალიფიკაციის მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 წელია. თუ ფეხბურთელი შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას, დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, 2 წლამდე შეამცირონ. მსგავსი რამ შეემთხვა ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა ყველა ტურნირზე სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.