უკრაინის ლიდერები ფედერაციის თასზე დაბალი ჰონორარის გამო არ ითამაშებენ
უკრაინის ლიდერები ფედერაციის თასზე დაბალი ჰონორარის გამო არ ითამაშებენ

უკრაინის პირველი და მესამე ნომრები – ელინა სვიტოლინა და დაიანა იასტრემსკაია არ ითამაშებენ ეროვნულ გუნდში ფედერაციის თასის პირველ ეტაპზე.

ორივე ჩოგბურთელის თამაში ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში წინაწარ იყო შეთანხმებული უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციასთან, მაგრამ არც სვიტოლინა და არც იასტრემსკაია არ გაემგზავრებიან პოლონეთში. მიზეზი გახდა ახალი ფინანსური პირობები, რომელიც ჩოგბურთელთა აგენტმა წამოაყენა.

ასე რომ, 6-9 თებერვალს, უკრაინას პოლონეთში წარმოადგენენ ლესია ცურენკო, მარტა კოსტიუკი, ნადეჟდა კიჩენოკი და კატერინა კოზლოვა.