უკრაინის კომუნიკაციების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსულმა ჯარმა ხარკოვში გაზსადენი ააფეთქა

05:21, 27.02.2022

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში გაზსადენი ააფეთქეს. ამის შესახებ უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

„ხარკოვში დამპყრობლებმა ააფეთქეს გაზსადენი. არ აყვეთ დეზინფორმაციას – ეს არ არის ბირთვული დარტყმა, თუმცა აფეთქება ვიზუალურად ჰგავს“, – ნათქვამია უწყების შეტყობინებაში.

ამასთან, სახელმწიფო უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდოს და არ მიუახლოვდეს იმ ქიმიურ ობიექტებს, სადაც აფეთქება მოხდა.

მსგავსი