უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ სუმის ბავშვთა სახლიდან უსაფრთხო ადგილას 71 ბავშვის გადაყვანა მოხერხდა
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ სუმის ბავშვთა სახლიდან უსაფრთხო ადგილას 71 ბავშვის გადაყვანა მოხერხდა. ჩვილები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბუნკერში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
რუსეთის ძალები ქალაქ სუმის ჩრდილო-აღმოსავლეთ მისადგომებთან არიან და რამდენიმე კვირაა, ინტენსიურად ბომბავენ ქალაქს.
„ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუაციის პირველი შესაძლებლობისთანავე, ჩვენ გავიყვანეთ ბავშვები საბრძოლო მოქმედებების ზონაში მდებარე სპეციალიზებული ბავშვთა სახლიდან“, – აღნიშნავს სუმის ოლქის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ევაკუირებული მცირეწლოვნების ფოტოებს აზიარებს.
„ესენი არიან ბავშვები, რომლესაც სხვადასხვა მიზეზით არ ჰყავთ მშობლები და რომელთა უმეტესობა მუდმივ სამედიცინო ზრუნვას საჭიროებს“, – აღნიშნავს ოლქის ხელმძღვანელი.