უკრაინის გამნაღმველთა ასოციაცია - უკრაინის ტერიტორიის 82,5 ათას კვადრატულ კილომეტრს განაღმვა სჭირდება
უკრაინის გამნაღმველთა ასოციაცია - უკრაინის ტერიტორიის 82,5 ათას კვადრატულ კილომეტრს განაღმვა სჭირდება

უკრაინის გამნაღმველთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათი შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის 82,5 ათას კვადრატულ კილომეტრზე ფეთქებადსაშიში მოწყობილობებია განთავსებული და ეს ტერიტორია განაღმვას საჭიროებს. შესაბამის ინფორმაციას ასოციაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

გამნაღმველთა ასოციაციის მონაცემები მოპოვებულია გეოსაინფორმაციო პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, ნაღმსაწინააღმდეგო საქმიანობის ოპერატორთან Demining Solutions-თან ერთობლივი მუშაობით.

უკრაინის ტერიტორიის საერთო ფართობი 600 ათასს კვადრატულ კილომეტრს აღემატება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სწრაფი რეაგირების ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში კიევის ოლქში გამნაღმველებმა 65 ფეთქებადსაშიში მოწყობილობა გააუვნებელყვეს.