უკრაინის ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის ნახევარფინალშია და საქართველო-რუსეთის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება #1TVSPORT
უკრაინის ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის ნახევარფინალშია და საქართველო-რუსეთის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება #1TVSPORT

ევრო 2022-ზე მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა და მეორე ნახევარფინალისტი გაირკვა – უკრაინა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ყაზახეთს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ამ წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში საქართველოსა და რუსეთის მეოთხედფინალური მატჩის მომგებ ნაკრებთან ითამაშებს და ამ შეხვედრის მიმართ ჩვენი ინტერესი განსაკუთრებული იყო.

უკრაინამ ევროპის ჩემპიონატებს მეოთხედფინალში ზედიზედ ხუთჯერ გამოეთიშა, მაგრამ ამჯერად მეტოქეს აჯობა. მათ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს. მე-15 წუთზე, უკრაინელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც პეტრ შოტურმამ უნაკლოდ გამოიყენა და გუნდი დააწინაურა – 1:0.

ყაზახეთმა, რომელსაც ტაინანი და ედსონი აკლდა, მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ დაცვაში შეცდომები დაუშვა და 25-ე წუთზე კონტრშეტევაზე იგორ კორშუნმა უკრაინის უპირატესობა გაზარდა. 30-ე წუთზე კი მიხეილ ზვარიჩმა საკუთარი მოედნიდან ეფექტური დარტყმით ყაზახებს იმედი გადაუწურა – 3:0.

34-ე წუთზე დუგლას ჯუნიორმა უკრაინას პირველი გოლი გაუტანა, ხოლო 38-ე წუთზე ბირჟან ორაზოვმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ვითარება უკიდურესად დაძაბა, მაგრამ ზუსტად 22 წამში უკრაინელმა ვოლოდომირ რაზუვანოვმა საკუთარი ნახევრიდან გაიტანა, ხოლო 39-ე წუთზე იაროსლავ ლებიდმა მეხუთედ აიღო მეტოქის კარი. ბოლო წუთზე ორაზოვმა სხვაობა ისევ შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ, უკრაინამ მოიგო – 5:3.

უკრაინის ნაკრები პორტუგალიის შემდეგ ევრო 2022-ის მეორე ნახევარფინალისტია და საქართველოსა და რუსეთის მეოთხედფინალური მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა 4 თებერვალს ამსტერდამში გაიმართება.