უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჰოსტომელიდან გასულ საევაკუაციო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჰოსტომელიდან გასულ საევაკუაციო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა სამხედროებმა ​ჰოსტომელიდან გასულ საევაკუაციო კოლონას ნაღმმტყორცნებიდან ​ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 10 ავტობუსისგან შემდგარმა პირველმა კოლონამ ჰოსტომელიდან დანიშნულების ადგილს უსაფრთხოდ მიაღწია, ხოლო მეორე კოლონას, რომელიც ოთხი ავტობუსისგან შედგებოდა, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ცეცხლი გაუხსნეს კოლონაში მყოფ მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმარი იყვნენ. ქალი გარდაიცვალა, ასევე დაშავებულია ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი.