უკრაინის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან კოლაბორაციონიზმის 830 საქმეს იძიებენ
უკრაინის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან კოლაბორაციონიზმის 830 საქმეს იძიებენ

უკრაინის ეროვნული პოლიცია რუსეთის საოკუპაციო ძალებთან კოლაბორაციონიზმის ფაქტზე სისხლის სამართლის 830 საქმეს იძიებს, – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან საუბარში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

კოლაბორაციონისტული საქმიანობის მუხლით სისხლის სამართლის 830 საქმე არის აღძრული. თანამშრომლობის ფაქტზე 1 355 ადამიანი უკვე ბრალდებულია. ჩვენ მოვახერხეთ სისხლის სამართლის ასეთი 55 საქმის სასამართლოში გადაგზავნა“, – განაცხადა კლიმენკომ.

ეროვნული პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქმეებში ბრალდებულებს შორის არიან, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პირები, ასევე ყოფილი სამართალდამცველები.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად თანაუგრძნობდნენ რუსეთის ფედერაციას და ელოდნენ „რუსულ სამყაროს“. ეს ასევე განპირობებული იყო იმ პროპაგანდით, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აწესებდა რუსული მედია და თუნდაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედებდა“, – განაცხადა კლიმენკომ.