უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსული სპეცსამსახურები ახალ გეგმაზე გადავიდნენ, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებსა და ანტიუკრაინული ისტერიის აგორებას ისახავს მიზნად
უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსული სპეცსამსახურები ახალ გეგმაზე გადავიდნენ, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებსა და ანტიუკრაინული ისტერიის აგორებას ისახავს მიზნად

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსული სპეცსამსახურები გადავიდნენ ახალი გეგმის რეალიზაციაზე, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობასა და ანტიუკრაინული ისტერიის აგორებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე რუსულ დასახლებებში უკვე მოაწყო რამდნიმე ე.წ. ტერაქტი, რომელთა ორგანიზებაში უკრაინას ადანაშაულებენ.

პარალელურად, რუსეთის ბრიანსკის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა კლიმოვის რაიონის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. რუსეთში ამტკიცებენ, რომ დაშავდა რვა ადამიანი და დაზიანდა 100 სახლი.
ამის გამო, ბრიანსკის ოლქის კლიმოვის რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.