უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი - უკრაინის სრულ გამარჯვებამდე რუსებს ყველგან დავხოცავთ
უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი - უკრაინის სრულ გამარჯვებამდე რუსებს ყველგან დავხოცავთ

უკრაინის სრულ გამარჯვებამდე რუსებს ყველგან დავხოცავთ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვმა უარი თქვა, დეტალურად ესაუბრა უკრაინის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის შესახებ რამდენიმე რუსი პროპაგანდისტის ლიკვიდაციაში.

„არ გააგრძელოთ ეს თემა. კომენტარს მხოლოდ იმაზე გავაკეთებ, რომ ჩვენ დავხოცეთ რუსები და გავაგრძელებთ რუსების მოკვლას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკრაინის სრულ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

კირილ ბუდანოვის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის პირდაპირი დარტყმა თეთრი სახლისთვის, რადგან, კიევის რეჟიმის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ტერორიზმს აფინანსებს.