უკრაინის დასახმარებლად რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრა 20 ივლისს, ონლაინ ფორმატში იგეგმება

11:51, 12.07.2022

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის დასახმარებლად რამშტაინის ფორმატის შემდეგი შეხვედრა 20 ივლისს გაიმართება. გავრცელებული ცნობით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე რიგით მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა ონლაინ ფორმატში იქნება.

ამავე ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა აშშ-ის სამხედრო დახმარების დეტალები და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს. საუბარია 400 მილიონი დოლარის სამხედრო პაკეტზე.

რამშტაინის ფორმატის (ფორმატს სახელი მიენიჭა გერმანიაში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზის სახელის მიხედვით, სადაც პირველი შეხვედრა შედგა) წინა შეხვედრა გაიმართა 15 ივნისს ბრიუსელში, მონაწილეთა პირადი დასწრებით. შეხვედრაში 50-მდე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი