უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველოში ჩატარებული თამაშები სასარგებლო იყო #1TVSPORT
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველოში ჩატარებული თამაშები სასარგებლო იყო #1TVSPORT

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა საქართველოში ჩატარებული შეკრება შეაჯამა. მისმა გუნდმა ისრაელთან (1:1) და საქართველოსთან (1:1) ამხანაგური მატჩები გამართა, რითიც საქართველოსა და რუმინეთში გასამართავი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

„ვფიქრობ, საქართველოში ჩატარებული თამაშები სასარგებლო იყო. კარგ გუნდებს ვეთამაშეთ, რომლებიც ჩვენსავით ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

ამ ორმა მატჩმა სამწვრთნელო შტაბს ბევრი ინფორმაცია მოგვცა როგორც უახლოეს რეზერვზე, ასევე იმ მოთამაშეებზე, რომლებიც მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. გუნდში ასევე გვყავდნენ ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგი შესარჩევი ეტაპისთვის გამოგვადგებიან.

შეკრებაზე 14 დებიუტანტით ჩამოვედით, რაც ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ ბევრი ჩვენი ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. რაც შეეხება ევროპის 2023 წლის ჩემპიონატს, კარი ყველასთვის ღიაა, თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება,“ – განაცხადა რუსლან როტანმა.

18 ოქტომბერს გამართული ევრო 2023-ის წილისყრის შედეგებით, უკრაინა B ჯგუფში მოხვდა, სადაც რუმინეთს, ესპანეთსა და ხორვატიას შეხვდება. გუნდი ტურნირს მომავალი წლის 21 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ხორვატიასთან მატჩით დაიწყებს.