უკრაინის 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი საქართველოს მოქალაქე გახდა
უკრაინის 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი საქართველოს მოქალაქე გახდა

უკრაინის 21-წლამდე ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქე გახდა და ჩვენი ქვეყნის სახელით თამაშს შეძლებს.

ვაჩიბერაძემ საქართველოს სახელით თამაშის სურვილი ნოემბერში გამოთქვა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, სანაკრებო საქმეების კურატორს, ალექსანდრე იაშვილი შეხვდა.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებისა და “რეალ-ბეტისის” სარეზერვო გუნდის ყოფილი ნახევარმცველის საკითხი ფიფაში განიხილეს და დაადასტურეს, რომ თუ ვაჩიბერაძე საქართველოს ნაკრებში თამაშის პრობლემა არ შეექმნებოდა.

ბექა ვაჩიბერაძე ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილია, 15 წლის უკრაინაში წავიდა და ჯერ ოდესის “ჩერნომორეცის” საფეხბურთო აკადემიაში გამოდიოდა, შემდეგ დონეცკის „შახტარის“ სარეზერვო გუნდში – ამ უკანასკნელის ფორმით 2015 წელს უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალშიც ითამაშა. იყო უკრაინის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში წევრი: 2015 წელს, ზესტაფონში გამართულ საქართველო-უკრაინის 21-წლამდელთა შეხვედრაში (3:3) ქართველთა კარში გოლიც გაიტანა.