უკრაინელმა მოფარიკავემ დაშნა წინ გაწია და რუს სპორტსმენს ხელის ჩამორთმევის საშუალება არ მისცა [ვიდეო] #1TVSPORT
უკრაინელმა მოფარიკავემ დაშნა წინ გაწია და რუს სპორტსმენს ხელის ჩამორთმევის საშუალება არ მისცა [ვიდეო] #1TVSPORT

მილანში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე სკანდალი მოხდა უკრაინელი და რუსი მოფარიკავეების დაპირისპირების შემდეგ.

უკრაინელმა ოლგა ხარლანმა 1/32-ფინალში 15:7 დაამარცხა რუსი ანა სმირნოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ სმირნოვამ მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევა სცადა, მაგრამ უკრაინელმა დაშნა წინ გაწია და მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა, თან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ამის შემდეგ ხარლანი შებრუნდა და ბილიკი დატოვა. სმირნოვა კი ბილიკზე 45 წუთი დარჩა, სანამ მსაჯები ფიქრობდნენ, რა მოემოქმედებინათ ამ სიტუაციაში.

საბოლოოდ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ხარლანი ჩამოაშორა მსოფლიო ჩემპიონატს და ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

უკრაინული მხარე ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს.