უკრაინელმა ჟურნალისტმა წიტაიშვილის პროგრესი დააფასა - გაიზარდა და კიევის „დინამოში“ სათამაშოდ მზად არის #1TVSPORT
უკრაინელმა ჟურნალისტმა წიტაიშვილის პროგრესი დააფასა - გაიზარდა და კიევის „დინამოში“ სათამაშოდ მზად არის #1TVSPORT

ცნობილმა უკრაინელმა საფეხბურთო ექსპერტმა და ჟურნალისტმა, იგორ ციგანიკმა კიევის „დინამოში“ ქართველი გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის შესაძლო მომავალთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

„თუ ფეხბურთელი დაბრუნდება მშობლიურ კლუბში, მას ექნება შანსი, თეთრ-ლურჯების ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს. მეტიც, ამ სეზონის ბოლოს გუნდიდან ვიქტორ ციგანკოვის შესაძლო წასვლის შემდეგ (რაც რეალურია) კიევის „დინამოში“ მარჯვენა გარემარბის პოზიცია ვაკანტური დარჩება. წიტაიშვილი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გაიზარდა. ვფიქრობ, ის მზად არის, რომ „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლოს“, – განაცხადა ციგანიკმა YouTube-ის საავტორო გადაცემაში.

ახლა ფეხბურთელი იჯარით პოლონურ „ლეხში“ თამაშობს, რადგან ისარგებლა ფიფა-ს მიერ უკრაინის ჩემპიონატში ლეგიონერებისთვის დაწესებული უფლებით და უკრაინულ კლუბთან (კიევის „დინამოსთან“) ქვეყანაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გამო კონტრაქტი შეაჩერა. თუმცა, წიტაიშვილი, როგორც საქართველოს მოქალაქე, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დასრულების შემთხვევაში ვალდებული იქნება, მომავალი სეზონის დასაწყისში კიევის „დინამოში“ დაბრუნდეს.